ბიზნესის ადმინისტრირება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას სტუდენტები შეიძენენ ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს შესახებ სიღრმისეულ და სისტემურ თეორიულ ცოდნას და განივითარებენ ლიდერულ კომპეტენციებს, რის საფუძველზეც შეძლებენ სამუშაო გარემოში არსებული რეალური ბიზნეს პრობლემების შემოქმედებითი და გადაჭრის სანდო გზების განსაზღვრას, ეთიკური მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებასა და თავდაჯერებულად მართვას მოულოდნელი გამოწვევებისა და გაურკვევლობის მიუხედავად.

კერძოდ, პროგრამა სტუდენტებს აძლევს ემპირიულად გამოცდილ და რელევანტურ ცოდნას და ბიზნესის ადმინისტრირების თანამედროვე მრავალმხრივ უნარებს იმისთვის, რომ მათ:

  • მიიღონ გადამწყვეტი ცვლილებები თავიანთ სამუშაო ადგილზე;
  • მიაგნონ კრეატიულ და სანდო გადაწყვეტილებებს კომპლექსური რეალური ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად;
  • გასწიონ თავდაჯერებულ ხელმძღვანელობა ბიზნეს სამუშაო პროცესში გაურკვევლობის, უპრეცედენტო გამოწვევების და შესაძლებლობების გაჩენის დროს.

 

მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

სწავლების ენა: ინგლისური

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში?

მაღალკვალიფიციური პერსონალი
სამაგისტრო პროგრამას უძღვება ფეროს წამყვანი სპეციალისტებისა და პრაქტიკოსების აკადემიური და მოწვეული პერსონალის გუნდი, რომელიც მუდმივად არის ჩართული თანამედროვე კვლევებში, საერთაშორისო კოლაბორაციებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში.

სწავლების რესურსები და ინფრასტრუქტურა
საინფორმაციო კომპიუტერული რესურსცენტრები, სრულად აღჭურვილი სალექციო აუდიტორიები, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ფონდითა და მდიდარი ელექტრონული რესურსებით, მათ შორის საერთაშორისო ელექტრონული ბაზებით, სტუდენტის რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის მართვის საუნივერსიტეტო ქსელი „არგუსი“ და დისტანციური სწავლების პლატფორმები "Turnitin" და "E-learning", საუნივერსიტეტო და/ან საფაკულტეტო ცენტრები ხელს უწყობენ აკადემიური პროცესების ხარისხის ამაღლებას და უზრუნველყოფენ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.

საერთაშორისო პარტნიორობა და ორმაგი ხარისხი
გაცვლითი მიმართულება ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (ავსტრია) − სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სამაგისტრო გაცვლით პროგრამაში ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (ავსტრია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის გარდა მოიპოვონ ბურგენლანდის უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ბურგენლანდის გაცვლით პროგრამაში მინაწილე სტუდენტებმა სწავლის მე-2 სემესტრი უნდა გაატარონ ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (ავსტრია).

პრაქტიკული უნარების განვითარება
პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკული და ტრანსფერული უნარების განვითარებას შესაბამის კურსებში ჩაშენებული პრაქტიკული მუშაობითა და დავალებებით. გარდა ამისა, პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით პროგრამაში ჩართულია როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კვლევითი ინსტიტუტები (ბიზნესის კვლევების ცენტრი), ასევე პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთანაც გაფორმებულია შესაბამისი მემორანდუმები.

საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
Erasmus+ გაცვლითი პროგრამებით სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ერთი ან ორი სემესტრი მობილობით ისწავლონ პარტნიორ უნივერსიტეტებში და მიიღონ ევროპული განათლება და გამოცდილება, რითაც მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამუშაო ბაზარზე.


 პროგრამის ხელმძღვანელები

პროფესორი ნინო პატარაია nino.pataraia@iliauni.edu.ge

პროფესორი ნიკოლოზ ყაველაშვილი  nikoloz.kavelashvili@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

  • წამყვან ან საშუალო რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე კერძო და საჯარო სექტორში;
  • ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა სფეროში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;

 

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სწავლა განაგრძონ სადოქტორო საფეხურზე.

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი ადგილობრივი და საერთაშორისო კანდიდატები სასურველია ფლობდნენ ბაკალავრის ხარისხს ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროში (041): ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა (0412), მენეჯმენტი და ადმინისტრირება (0413), მარკეტინგი და რეკლამა (0414) ან ეკონომიკა (0311).

საერთაშორისო კანდიდატები ჩაირიცხებიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.

ადგილობრივმა კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდა და შიდასაუნივერსიტეტო მისაღები გამოცდა (მისაღები პროცედურების გაადვილების მიზნით საერთაშორისო კანდიდატებისთვის შესაძლებელია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ონლაინ ფორმატში ჩატარება). მისაღები გამოცდის შეფასების კრიტერიუმები ყოველწლიურად განახლებადი და ხელმისაწვდომია ილიაუნის ვებგვერდზე.

თითოეულ კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება მინიმუმ B2 დონეზე. ინგლისური ენის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებული (Paper-based ან ონლაინ) ინგლისური ენის გამოცდა (მოწმდება ოთხივე ენობრივი უნარი), რომელიც შეესაბამება საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს მიერ დადგენილ მინიმუმ B2 დონეს ან წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე დოკუმენტი:

ა) ოფიციალური საერთაშორისო სერტიფიკატი (ქვემოთ იხილეთ აღიარებული სერტიფიკატები და მინიმალური ქულა):

  • Cambridge Examinations:
    • Cambridge English Scale – 160
    • IELTS – Band 5.5
    • Cambridge First – Grade C
    • FCE – Grade C
    • BEC Vantage – Grade C
    • ILEC – Pass with B2
    • Aptis Test
  • Pearson Tests:
    • PTE General: Level 3
    • PTE Academic: 59
  • TOEFL iBT: 72
  • EF SET: 51
  • Duolingo: 90
  • Certus: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ გაცემული სერტიფიკატი (ვალიდობა − 3 წელი); სერტიფიკატის გასცემენ ტესტის ოთხივე ნაწილის ჩაბარების საფუძველზე; ერთი ან რამდენიმე ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა „ტესტის ჩაბარების ცნობა“;

 

ბ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი სკოლიდან, კოლეჯიდან ან უნივერსიტეტიდან, რომლითაც დასტურდება, რომ სწავლება მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე;

შენიშვნა: ინგლისური ენის მიმართ მოთხოვნა შესაძლოა მოიხსნას, თუ აპლიკანტის მშობლიური ენა არის ინგლისური ან მან დაასრულა ინგლისურენოვანი სკოლა/უნივერსიტეტი ქვეყანაში, რომლის ოფიციალური ენაც ინგლისურია.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტმა კვალიფიკაციის მოსაპოვებლად ჯამში უნდა დააგროვოს 120 კრედიტი/ECTS.

  • სავალდებულო კურსები − 72 ECTS
  • არჩევითი კურსები − 30 ECTS
  • სამაგისტრო ნაშრომი − 18 ECTS

რესურსები და კვლევა

  • სალექციო აუდიტორიები და ელექტრონული სამეცნიერო ბაზები
  • აკადემიური წერის ცენტრი
  • კომპიუტერული რესურს-ცენტრი
  • არჩევანის გარემოს უზრუნველყოფის სისტემა „არგუსი“
  • “TurnitIn”, “Elearning”
  • ბიზნესის კვლევების ცენტრი
  • ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი
  • ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია)

 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში:

  • „გრინვეი საქართველო“
  • „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო“
  • „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია“
  • „კასტელ ჯორჯია“
  • „თ&კ რესტორნები (მაკდონალდსი)“
  • „ირაო“
  • „ვიმ ბილ დან საქართველო“
  • „პი ემ სი კვლევითი ცენტრი“
  • „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“
  • „იმპექსფარმი“
  • „ჯი ი სი“
  • „ბიბლუსი“
  • „თეგეტა მოტორსი“
  • „ჯეპრა“
  • „ექსპო ჯორჯია“