სამაგისტრო პროგრამა არქეოლოგია მიზნად ისახავს მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი არქეოლოგიის დარგში, რომელსაც ექნება: კომპლექსური თეორიული ცოდნა კავკასიის რეგიონის არქეოლოგიასთან დაკავშირებით; კავკასიის რეგიონის წარსულთან დაკავშირებული ორიგინალური საკვლევი კითხვის განსაზღვრის, არქეოლოგიური კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების და მისი შედეგების გაზიარების უნარი; ველზე და ლაბორატორიაში მუშაობის, არქეოლოგიური მასალის შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი; პროფესიული და კვლევის ეთიკის პრინციპის დაცვის უნარი.
მისანიჭებელი ხარისხი: არქეოლოგიის მაგისტრი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი
მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
პროგრამაში ჩართულია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი მრავალწლიანი გამოცდილებითა და ადგილობრივ საგანმანათლებლო და დასაქმების ბაზარზე მჭიდრო კონტაქტებით.
საერთაშორისო საველე გათხრებში მონაწილეობის შესაძლებლობა
არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები პროგრამაში ჩართული აკადემიური პერსონალის ხელმძღვანელობით ყოველწლიურად მონაწილებას იღებენ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საერთაშორისო გათხრებში, რაც ხელს უწყობს მათ შემდგომ კარიერულ წინსვლას.
საერთაშორისო პარტნიორობა და Erasmus+ გაცვლითი პროგრამები
სამაგისტრო პროგრამა არქეოლოგიის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ERASMUS+ -ის გაცვლით პროგრამებში ერთი ან ორი სემესტრის განმავლობაში.
პროგრამის ხელმძღვანელი
პროფესორი ნოდარ ბახტაძე nodar.bakhtadze@iliauni.edu.ge
დასაქმების შესაძლებლობები
პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:
არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველმა საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ უნდა გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა.
კონკურსანტებს შორის პროგრამაზე მიღების დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ საბაკალავრო საფეხურის შემდეგი მიმართულებების კურსდამთავრებულებს:
შიდა საუნივერსიტეტო ზეპირ გამოცდაზე კანდიდატის დარგობრივი ცოდნის გამოსავლენად დასმული იქნება კითხვები სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების თემატიკიდან. მოტივაციის გამოვლენის მიზნით გასაუბრებისას კანდიდატმა უნდა ისაუბროს პროგრამისადმი საკუთარი ინტერესის შესახებ სამომავლო პროფესიული/კარიერული ზრდის პერსპექტივიდან. მიღწევების დასადასტურებლად კანდიდატმა უნდა წარმოაჩინოს თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი აკადემიური ან/და პროფესიული აქტივობების შედეგები.
გარდა ამისა, კანდიდატს წარუდგენენ მცირე ზომის დარგობრივ ტექსტს ინგლისურ ენაზე. კანდიდატმა უნდა შეძლოს ტექსტის წაკითხვა, შინაარსის გამოტანა და მისი უცხო ენაზე გადმოცემა. ასევე უპასუხოს კომისიის მიერ დასმულ შეკითხვებს შესაბამის ენაზე.
სტრუქტურის მოკლე აღწერა: არქეოლოგიის მაგისტრის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი შემდეგი სქემით:
სავალდებულო კურსები/კომპონენტები – 84 კრედიტი:
არჩევითი კურსები – 36 კრედიტი:
პროგრამის რესურსები
© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი