კინომცოდნეობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კინომცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, რომელიც აღჭურვილია მსოფლიოსა და ქართული კინოს ისტორიის, თეორიის, მისი პრაქტიკული ასპექტებისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ სისტემური ცოდნით, კინონაწარმოების სიღრმისეული ინტერპრეტაციისა და კრიტიკის უნარით და შეუძლია კინომცოდნეობის დარგში კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება შესაბამისი კონცეპტუალური მიდგომებისა და მეთოდების გამოყენებით.

მისანიჭებელი ხარისხი: კინომცოდნეობის მაგისტრი

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ კინომცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა?

მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
პროგრამაში ჩართულია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი მრავალწლიანი გამოცდილებითა და ადგილობრივ საგანმანათლებლო და დასაქმების ბაზარზე მჭიდრო კონტაქტებით.

პრაქტიკული გამოცდილება და ფესტივალებში მონაწილეობა
კინომცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაში ჩართული აკადემიური პერსონალის ხელმძღვანელობით ყოველწლიურად იმართება ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, სადაც დასაქმებულები არიან და პრაქტიკას გადიან პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

კინომცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის არაერთი სტუდენტი არის ასევე ყოველწლიური კონკურსის „წერე ქართულ კინოზე" გამარჯვებული, რითაც პროგრამის მიზნების შესაბამისობა მის შინაარსთან კიდევ ერთხელ მტკიცდება.

კინოპლატფორმებთან პარტნიორობა
კინომცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „კავეა+"-სთან, რაც გულისხმობს კინომცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის უსასყიდლოდ ინტერნეტ პლატფორმა კავეას+-ის მომხმარებლის მონაცემების გადაცემას.

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები
კინომცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ERASMUS+-ის გაცვლით პროგრამებში ერთი ან ორი სემესტრის განმავლობაში.


პროგრამის ხელმძღვანელები

ასოცირებული პროფესორი ნინო მხეიძე  nino.mkheidze@iliauni.edu.ge

პროფესორი გიორგი გვახარია giorgi.gvakharia@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:

  • შესაბამისი პროფილის სახელოვნებო ორგანიზაციებში
  • კულტურის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში
  • კინოთეატრებსა და კინოკომპანიებში, კინოსტუდიებში, ტელევიზიებში, რადიოში, ბეჭდვით (მათ შორის, გამომცემლობებში) და ციფრულ მედიაში
  • კინოფესტივალებზე
  • არქივებში
  • ხელოვნების საერთაშორისო და ადგილობრივ შემოქმედებით მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებში
  • საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრში

კინომცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველმა საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ უნდა გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა (ზეპირი გამოცდა), რომლის ფარგლებში შეფასდება კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენცია (მინიმუმ B2 დონე).

შიდა გამოცდაზე დასაშვებად აპლიკანტმა ელექტრონულ პორტალზე უნდა ატვირთოს:

  • ავტობიოგრაფია (CV)
  • ნებისმიერი ფილმის შესახებ დაწერილი 400-500 სიტყვიანი რეცენზია

 

ამ დოკუმენტების არ წარდგენის შემთხვევაში მაგისტრანტობის მსურველი არ დაიშვება ზეპირ გამოცდაზე.

ზეპირ გამოცდაზე კანდიდატის დარგობრივი ცოდნის გამოსავლენად დასმული იქნება კითხვები სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების თემატიკიდან. მოტივაციის გამოვლენის მიზნით გასაუბრებისას კანდიდატმა უნდა ისაუბროს პროგრამისადმი საკუთარი ინტერესის შესახებ სამომავლო პროფესიული/კარიერული ზრდის პერსპექტივიდან. მიღწევების დასადასტურებლად კანდიდატმა უნდა წარმოაჩინოს თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი აკადემიური ან/და პროფესიული აქტივობების შედეგები.

ასევე, გასაუბრების დროს კანდიდატს წარუდგენენ მცირე ზომის დარგობრივ ტექსტს ინგლისურ ენაზე. კანდიდატმა უნდა შეძლოს ტექსტის წაკითხვა, მისი გააზრება, უცხო ენაზე გადმოცემა და ასევე უპასუხოს კომისიის მიერ დასმულ შეკითხვებს შესაბამის ენაზე.

სტრუქტურის მოკლე აღწერა: კინომცოდნეობის მაგისტრის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი შემდეგი სქემით:

სავალდებულო კურსები/კომპონენტები – 84 კრედიტი:

  1. სავალდებულო კურსები, კოდით CINCINGEN – 54 კრედიტი
  2. სამაგისტრო ნაშრომი, კოდით CINCINGEN – 30 კრედიტი

 

არჩევითი კურსები – 36 კრედიტი:

  1. სავალდებულო-არჩევითი კურსები, კოდით CINCIN – 30 კრედიტი
  2. არჩევითი კურსი ნებისმიერი სამაგისტრო პროგრამიდან – 6 კრედიტი

რესურსები და კვლევა

  • სასწავლო პროცესის მართვის სისტემა „არგუსი“;
  • სასწავლო პროცესის მართვის სისტემა E-learning და მასში ინტეგრირებული პროგრამა Turnitin
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ელექტრონული რესურსები (მათ შორის სამეცნიერო ელექტრონული ბაზები – ScienceDirect, Scopus, ProQuest, EBSCO, Jstor, Project Muse, Clarivate Analytics, SAGE, Cambridge Journals, Directory Of Open Access Journals და სხვა);
  • უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრები;
  • სალექციო აუდიტორიები;
  • აკადემიური წერის ცენტრი;
  • ხელოვნების განვითარების ფონდი;
  • საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი;
  • ელექტრონული პლატფორმა „კავეა +“