მენეჯმენტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ ცოდნას და განივითარებენ შესაბამის პრაქტიკულ უნარებს, შეისწავლიან მეწარმეობის პრინციპებს, გაითავისებენ ბიზნეს ეთიკის ასპექტებს და კრიტიკული და ინოვაციური აზროვნების საფუძველზე შეძლებენ ბიზნეს ამოცანების გადაჭრის გზების განსაზღვრას. პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა არგუმენტაციის, რაოდენობრივი მსჯელობის, ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაციისა და აკადემიურ მუშაობასთან დაკავშირებული უნარები. 

სწავლების ენა: ქართული 

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 180 ECTS 

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 სემესტრი (3 წელი)

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში 


პროგრამის შესახებ 

მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს სწრაფად მზარდ და კონკურენტუნარიან ბიზნეს გარემოში მენეჯერული პოზიციებისთვის მოამზადოს კომპეტენტური სპეციალისტები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური ცოდნითა და უნარებით, დაეუფლებიან მეწარმეობის პრინციპებს და  შეძლებენ განსაზღვრონ ბიზნეს ამოცანების გადაჭრის გზები კრიტიკული და ინოვაციური აზროვნების საფუძველზე. პროგრამა ქმნის საფუძველს კურსდამთავრებულთა წარმატებული კარიერისთვის ან/და სწავლის გაგრძელებისთვის შემდეგ საფეხურზე. სტუდენტები შეძლებენ მონაწილეობას პრაქტიკულ აქტივობებში, რის საფუძველზეც დახვეწენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს და გაითავისებენ ბიზნეს ეთიკის ასპექტებს. პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გაიფართოონ ინტელექტუალური თვალსაწიერი.

მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2011 წლიდან ხორციელდება, რეაკრედიტაცია 2025 წელს გაიარა და პერიოდულად განახლებადია დარგის ტენდენციების შესაბამისად. 

რატომ უნდა აირჩიოთ მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა?
  • პროგრამის პერსონალი 

საბაკალავრო პროგრამას ახორციელებს სფეროში წამყვანი სპეციალისტებისა და პრაქტიკოსების დაკომპლექტებული აკადემიური და მოწვეული პერსონალის გუნდი, რომლებიც მუდმივად არიან ჩართულები თანამედროვე კვლევებში, საერთაშორისო კოლაბორაციებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში. 

  • ინფრასტრუქტურა და სხვა რესურსები 

საინფორმაციო კომპიუტერული რესურსცენტრები, სრულად აღჭურვილი სალექციო აუდიტორიები, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ფონდითა და მდიდარი ელექტრონული რესურსებით, მათ შორის საერთაშორისო ელექტრონული ბაზებით, სტუდენტის რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის მართვის საუნივერსიტეტო ქსელი „არგუსი” და დისტანციური სწავლების პლატფორმები Turnitin და E-learning, საუნივერსიტეტო და/ან საფაკულტეტო ცენტრები ხელს უწყობენ აკადემიური პროცესების ხარისხის ამაღლებას და უზრუნველყოფენ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.

  • პრაქტიკული უნარების განვითარება 

პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკული და ტრანსფერული უნარების განვითარებას როგორც შესაბამისი  ცალკეული პრაქტიკული კომპონენტებით, ისე კურსებში ჩაშენებული პრაქტიკული მუშაობითა და დავალებებით. აღსანიშნავია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეწარმეო ეკოსისტემის ხელშემწყობ სტრუქტურებთან (ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, პრეაქსელერატორი Zoom-out, სამეწარმეო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab და Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობა) თანამშრომლობა, რაც სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, ინოვაციური იდეები აქციონ რეალობად კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით. გარდა ამისა, პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით პროგრამაში ჩართულია როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კვლევითი ინსტიტუტები (ბიზნესის კვლევების ცენტრი), ასევე პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთანაც გაფორმებულია შესაბამისი მემორანდუმები. 

  • საერთაშორისო შესაძლებლობები 

საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის (მაგ. Erasmus+) შესაძლებლობა საერთაშორისო განათლებისა და გამოცდილების მიღების საფუძველს ქმნის, რაც შემდგომში ხელს უწყობს სტუდენტს მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. 


პროგრამის ხელმძღვანელები 

ასოცირებული პროფესორი თამარ მაღალაშვილი tamar.magalashvili@iliauni.edu.ge

ასოცირებული პროფესორი თამარ ჯინჭველაძე tamar.jinchveladze@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის „მენეჯმენტი“  კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კერძო ან საჯარო სექტორის დამწყებ მენეჯერულ საშუალო რგოლის სხვადასხვა მმართველობით პოზიციაზე. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე - მაგისტრატურაში. 

მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.


0100125 მენეჯმენტი (180 კრედიტი)


გამოცდა კოეფიციენტი მინ. ზღვარი პრიორიტეტი
ქართული ენა და ლიტერატურა 3 25%-ზე მეტი 2
უცხოური ენა (გერ.; ინგ.; რუს.; ფრან.) 3 20%-ზე მეტი 3
ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან ადგილების რ-ბა
მათემატიკა 6 20%-ზე მეტი 1 205
ისტორია 6 25%-ზე მეტი 1 205

პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა

  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში
  • სწავლების ენა – ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა – 6 სემესტრი (3 წელი)
  • დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა – 180 ECTS

 

სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 180 კრედიტი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:

  1. ძირითადი სწავლის სფერო (120 კრედიტი)
    • მენეჯმენტის პროგრამის სავალდებულო კურსები – 102 კრედიტი
    • მენეჯმენტის პროგრამის არჩევითი კურსები – 18 კრედიტი
  1. თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული (60 კრედიტი)

 

*დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილეთ პროგრამის სრული დოკუმენტი და კურსების კატალოგი.

 

პარტნიორები და რესურსები

  • პარტნიორი ორგანიზაციები
    • გრინვეი საქართველო
    • საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო
    • კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია
    • კასტელ ჯორჯია
    • თ&კ რესტორნები (მაკდონალდსი)
    • ირაო
    • ვიმ ბილ დან საქართველო
    • პი ემ სი კვლევითი ცენტრი
    • ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
    • იმპექსფარმი
    • გასტრონომ მენეჯმენტ ჯგუფი
    • ჯი ი სი
    • ალტა
    • ბიბლუსი
    • თეგეტა მოტორსი
    • ჯეპრა
    • ექსპო ჯორჯია
    • ლომისი
  • ბიზნესის კვლევების ცენტრი აერთიანებს კვლევით პროექტებსა და ბიზნესის ანალიზის სივრცეებს
  • ინოვაციების ცენტრები და ლაბორატორიები
    • ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი
    • პრეაქსელერატორი Zoom-out
    • სამეწარმეო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab
    • Startup Grind
  • საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურა
  • სალექციო აუდიტორიები და კომპიუტერული კლასები სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ფიზიკური სივრცეები
  • არგუსი არჩევანის გარემოს უზრუნველყოფის სპეციალური სისტემა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მართვის ელექტრონული სისტემა
  • პროგრამა Turnitin აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის სისტემა
  • E-learning პლატფორმა ონლაინ სასწავლო რესურსების, დავალებებისა და კომუნიკაციის პლატფორმა
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი უზრუნველყოფს სტუდენტებს აკადემიური ტექსტების შექმნის უნარებით