თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამაგისტრო პროგრამის „თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები“ მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულები წარმატებული პროფესიული კარიერისთვის ან სწავლის შემდგომი საფეხურისთვის, რომლებსაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა თანამედროვე მათემატიკის მნიშვნელოვანი, უნივერსალური და ფართოდ გამოყენებადი პარადიგმების, კონცეფციებისა და მეთოდების შესახებ; შეძლებენ მათემატიკის არჩეულ სფეროში კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებას; დაუფლებულნი იქნებიან მათემატიკის გამოყენებით ასპექტებს, რაც გულისხმობს განზოგადებისა და აბსტრაჰირების გზით აქტუალური ამოცანების გადაწყვეტისათვის საჭირო მიდგომების გამომუშავებას.

მისანიჭებელი ხარისხი: მათემატიკის მაგისტრი

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები?

მაღალკვალიფიციური პერსონალი
პროგრამაში ჩართული აკადემიური პერსონალი აღიარებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. პროგრამის ხელმძღვანელს, აქვს საერთაშორისოდ აღიარებული მნიშვნელოვანი შედეგები ტოპოლოგიისა და არაწრფივი ანალიზის დარგში, 162 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი და 40 წელზე მეტი პედაგოგიური სტაჟი.

საერთაშორისო თანამშრომლობა
პროგრამის ხელმძღვანელი რეგულარულად მონაწილეობს მათემატიკური ფიზიკის და გამოყენებითი მათემატიკის კვლევით სესიებში "Study Groups Mathematics in Industry" პრესტიჟული საერთაშორისო სტრუქტურის ფარგლებში. პროგრამის აკადემიურ პერსონალს აქვს ხანგრძლივი სამეცნიერო თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან და დაწესებულებებთან.

კარიერული პერსპექტივები
პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში, სტატისტიკის სამსახურში, საბანკო და სადაზღვევო კომპანიებში, ეკონომიკის მართვისა და დაგეგმვის სამსახურებში.

გრანტებისა და სტაჟირების შესაძლებლობები
აკადემიური პერსონალის საერთაშორისო კავშირები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ქმნის საერთაშორისო გრანტების მიღების და სტაჟირების კარგ შესაძლებლობებს.


პროგრამის ხელმძღვანელი


დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ:

  • საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში
  • საჯარო და კერძო სექტორის სხვადასხვა ორგანიზაციაში:
    • სტატისტიკის სამსახურში
    • საბანკო და სადაზღვევო კომპანიებში
    • ეკონომიკის მართვისა და დაგეგმვის სამსახურში

 

პროგრამის კურსდამთავრებულმა სწავლა შეიძლება გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.

საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა, რომელიც მოიცავს წერით და ზეპირ კომპონენტებს და ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით:

  • წერითი გამოცდა – 50 ქულა
  • ზეპირი გამოცდა – 50 ქულა

 

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მინიმალური ზღვარია 51 ქულა. გამოცდის ორივე კომპონენტი არის სავალდებულო და იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი წერითი და ზეპირი გამოცდების ჯამური ქულით ვერ დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას, ეთიშება კონკურსს.

 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტი ვალდებულია დააგროვოს მინიმუმ 120 კრედიტი, მათ შორის:

სავალდებულო კურსები: 10 სავალდებულო კურსი – 60 კრედიტი

არჩევითი კურსები: 5 არჩევითი კურსი – 30 კრედიტი

  • 3 პროგრამით გათვალისწინებული არჩევითი კურსი – 18 კრედიტი
  • 2 საუნივერსიტეტო არჩევითი კურსი – 12 კრედიტი*

 

სამაგისტრო ნაშრომი: 30 კრედიტი

*სტუდენტს არჩევითი 12 კრედიტის მოპოვება შეუძლია როგორც საუნივერსიტეტო, ასევე პროგრამის არჩევითი კურსების ბლოკიდან.

შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა, კრედიტების გარეშე გაიაროს აღდგენითი კურსი (ე.წ. Remedial Course) საბაკალავრო საფეხურის პროგრამიდან.

რესურსები და კვლევა

სასწავლო და პრაქტიკული რესურსები

კვლევითი აქტივობები

აკადემიური პერსონალის სამეცნიერო ინტერესები

გიორგი ხიმშიაშვილი

  • გეომეტრია, 
  • ტოპოლოგია, 
  • ფუნქციონალური ანალიზი, 
  • არაწრფივი ანალიზი, 
  • განსაკუთრებულობათა თეორია, 
  • კომპლექსური ანალიზი, 
  • ვარიაციათა აღრიცხვა, 
  • ოპტიმალური მართვის თეორია,
  • მათემატიკური ფიზიკა.

 

მერაბ სვანაძე

  • დრეკადობისა და თერმოდრეკადობის თეორიები, მყარი სხეულის მექანიკა, ფოროვან გარემოთა მექანიკა, ბიომექანიკა, მიკრო და ნანომექანიკა, უწყვეტ გარემოთა მექანიკა,
  • ტალღები და საკუთრივი რხევები უწყვეტ გარემოში, დრეკად ნარევთა თეორია, მათემატიკური ფიზიკა, დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებები.

 

პროფესორი მერაბ სვანაძე არის გამოყენებითი მათემატიკის და მექანიკის ცნობილი სპეციალისტი, 110 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 40-ზე მეტი მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში და ჩართულია მექანიკის წამყვანი 2000 სპეციალისტის პრესტიჟულ სიაში. 2024 წელს საქართველოს პრეზიდენტის დადგენილებით მიენიჭა „”წლის საუკეთესო მეცნიერის“” საპატიო წოდება.

გიორგი რაქვიაშვილი:

  • ჰომოლოგიური ალგებრა,
  • ალგებრული K-თეორია,
  • ლის ალგებრებისა და ლის ჯგუფების თეორია,
  • სიტყვათა პრობლემა ასოციაციურ ალგებრებში,
  • ეკონომიკის მათემატიკური მეთოდები

 

სულხან მუხიგულაშვილი:

  • ჩვეულებრივი დიფერენციალური და ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებები.

 

პროფესორი სულხან მუხიგულაშვილი ცნობილი სპეციალისტია დიფერენციალური განტოლებების  დარგში და, 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მის კვალიფიკაციაზე და საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მას უჭირავს ბრნოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის მუდმივი თანამდებობა.

ივანე მურუსიძე

  • ნანოსტრუქტურების, დაბალგანზომილებიანი სისტემების და ატომური კლასტერების სტრუქტურული და ელექტრონული თვისებები;
  • ბაქტერიული და არქაე მიკროორგანიზმების მეტალებთან ურთიერთქმედების ბიოფიზიკა;
  • კეთილშობილ მეტალთა ნანონაწილაკების მიკრობული სინთეზი;
  • ლაზერული გამოსხივების პლაზმასთან ურთიერთქმედება;
  • ულტრაინტენსიური ლაზერული იმპულსების რელატივისტური ოპტიკა პლაზმაში;
  • ლაზერ-პლაზმური ამჩქარებლები;
  • კოჰერენტული სტრუქტურების გენერაცია და დინამიკა არაწრფივ დისპერსიულ გარემოში;
  • კომპიუტერული მოდელირება, ალგორითმები და რიცხვითი მეთოდები.