სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური იურისტი, რომელსაც ექნება სისხლის სამართლის სისტემური ცოდნა და ასევე პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
მისანიჭებელი ხარისხი: სისხლის სამართლის მაგისტრი (Master of Criminal Law)
სწავლების ენა: ქართული, ინგლისური ენის კომპონენტით
სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი
პრაქტიკული უნარების განვითარება
პროგრამა ფოკუსირებულია არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. სტუდენტები იძენენ ცოდნას სასამართლო პრაქტიკის, ევროპული და საერთაშორისო სისხლის სამართლის, ასევე სისხლის სამართლის ინსტიტუტების შესახებ, რაც მათ ამზადებს როგორც საჯარო (სასამართლო, პროკურატურა, გამოძიების ორგანოები), ისე კერძო (ადვოკატურა) სექტორში საქმიანობისთვის. სამართლის სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ კომპანიებთან სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების კუთხით.
მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
სამართლის სკოლის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი, რომელთა შორის არიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ლექტორები. ეს უზრუნველყოფს სწავლების მაღალ ხარისხს და თანამედროვე მიდგომებს.
საერთაშორისო შესაძლებლობები
სამართლის სკოლა თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რაც სტუდენტებს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.
კვლევა და პროფესიული განვითარება
სამართლის სკოლის კვლევითი ცენტრები ხელს უწყობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. დამატებით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში, კონფერენციებში, ოლიმპიადებსა და სეზონურ სკოლებში, რაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.
პროფესორი ზაზა მეიშვილი zaza.meishvili@iliauni.edu.ge
პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების უფლებით სარგებლობენ პირები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ შესაბამისი ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდა და ჩააბარებენ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს (გამოცდის ტიპი − წერითი გამოცდა):
საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტი განაწილებულია შემდეგი სახით:
პროფესორი ზაზა მეიშვილი zaza.meishvili@iliauni.edu.ge
ასოცირებული პროფესორი მარინა მესხი marina.meskhi@iliauni.edu.ge
ასოცირებული პროფესორი თინათინ გოლეთიანი tinatin.goletiani@iliauni.edu.ge
ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი tamar.gurchiani@iliauni.edu.ge