ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი არის თანამედროვე და მოთხოვნებზე მორგებული სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი ლიდერებისა და მენეჯერების მომზადებას. პროგრამა პასუხობს ჯანდაცვის სფეროში არსებულ სწრაფად ცვალებად გამოწვევებს და უზრუნველყოფს სტუდენტებს იმ უნარებითა და ცოდნით, რომლებიც საჭიროა ეფექტური ცვლილებების განხორციელებისთვის.
პროგრამა აერთიანებს თეორიულ საფუძვლებს, კვლევის უნარებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას. კურსდამთავრებულები მზად იქნებიან, გადაჭრან ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემები, დაგეგმონ და განახორციელონ სტრატეგიული ინიციატივები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში − ადგილობრივად და საერთაშორისო გარემოში.
მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი
მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
პროგრამას უძღვებიან სფეროს წამყვანი ქართველი მეცნიერები და პრაქტიკოსი მენეჯერები. აკადემიური გუნდი აერთიანებს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მქონე სპეციალისტებს, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სწავლების პროცესს. გარდა ამისა, სწავლებაში პერიოდულად მონაწილეობენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მოწვეული ლექტორებიც.
საერთაშორისო თანამშრომლობა და პროფესიული ქსელები
პროგრამა თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პარტნიორი ორგანიზაციები არიან: „ირაო“, "Global Benefits Georgia", „პსპ დაზღვევა“, „მედიქალ ქარდი“, „მედკაპიტალი“, "ACT" და სხვ. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ პრაქტიკა და სტაჟირება ამ ორგანიზაციებში, რაც მათ სთავაზობს რეალურ სამუშაო გამოცდილებას და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო კონტაქტებს.
სწავლების თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლა
სწავლების მეთოდები მოიცავს ლექციებს, სემინარებს, შემთხვევის ანალიზს, პროექტულ მუშაობას, სიმულაციებსა და როლურ თამაშებს. ეს ხელს უწყობს სტუდენტების კრიტიკული აზროვნებისა და მართვის უნარების განვითარებას.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა და რესურსები
სტუდენტებს აქვთ წვდომა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკასა და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე. ასევე ხელმისაწვდომია ელექტრონული პლატფორმები: „არგუსი“, "Turnitin", "E-learning", რაც სწავლების პროცესს ტექნოლოგიურად ხელმისაწვდომსა და მოქნილს ხდის.
პრაქტიკული უნარების განვითარება
პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკული და ტრანსფერული უნარების განვითარებას შესაბამის კურსებში ჩაშენებული პრაქტიკული მუშაობითა და დავალებებით. გარდა ამისა პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით პროგრამაში ჩართულია როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კვლევითი ინსტიტუტები (ბიზნესის კვლევების ცენტრი), ასევე პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთანაც გაფორმებულია შესაბამისი მემორანდუმები.
პროგრამის ხელმძღვანელი
ასოცირებული პროფესორი სოფიო ლებანიძე sofia.lebanidze@iliauni.edu.ge
დასაქმების შესაძლებლობები
პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სწავლა განაგრძონ სადოქტორო საფეხურზე.
პროგრამის კურსდამთავრებულების საქმიანობის არეალი მოიცავს მენეჯმენტს, პოლიტიკის დაგეგმვას, პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრირებას, ხარისხის მართვასა და ანალიტიკას.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.
პროგრამაზე დაიშვებიან აპლიკანტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში (სასურველია, თუმცა არა სავალდებულო − 0412 ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა/0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება/0414 მარკეტინგი და რეკლამა/0311 ეკონომიკა/091 ჯანდაცვა სფეროს მიმართულებით) და ფლობენ ინგლისურ ენას (კითხვის უნარს მინიმუმ B2 დონეზე).
ინგლისური ენის კომპეტენციის დასადასტურებლად, კანდიდატმა უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებული გამოცდა (სავალდებულოა მხოლოდ კითხვის უნარის B2 დონეზე დადასტურება) ან წარმოადგინოს ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ერთი დოკუმენტი:
ა) ოფიციალური საერთაშორისო აღიარების მქონე ენის სერტიფიკატი, რომელიც აჩვენებს Common European Framework of Reference (CEFR)-ის მიხედვით B2 ან უფრო მაღალ დონეზე ენის ცოდნას):
ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი Certus;
გ) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, რომელშიც მითითებული იქნება, რომ სწავლების ენა იყო ინგლისური.
ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტმა კვალიფიკაციის მოსაპოვებლად ჯამში უნდა დააგროვოს 120 კრედიტი/ECTS.
სასწავლო კურსები მოიცავს როგორც ჯანდაცვის სისტემების სპეციფიკას, ასევე ზოგად მენეჯმენტურ კომპონენტებს. მაგალითისთვის, სავალდებულო კურსებს შორის შედის „ჯანდაცვის პოლიტიკა“, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს სისტემურ ხედვას ჯანდაცვის მოდელებზე და რეფორმებზე, ხოლო „ჯანდაცვის ეკონომიკა“ უზრუნველყოფს ეკონომიკური ანალიზისა და ბიუჯეტირების ძირითადი პრინციპების შესწავლას. პროგრამის სტრუქტურა აერთიანებს თეორიასა და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომლებიც ინტეგრირებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებთან.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში: