პროგრამის მიზანია მოამზადოს ახალი თაობის მკვლევრები, რომლებიც შეძლებენ დედამიწის ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის დაკვირვებითი ან/და თეორიული კვლევების რელევანტური მეთოდების, მონაცემთა ბაზებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობაში; იმუშავებენ თანამედროვე აპარატურასთან, რომლებიც მათ შორის გამოიყენება მიმდინარე კლიმატის ცვლილებისა და კოსმოსური ამინდის განვითარების საერთაშორისო გლობალური კვლევის ქსელებში.
მისანიჭებელი ხარისხი: მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ატმოსფერულ მეცნიერებებში
ორმაგი ხარისხის მინიჭების შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგი ხარისხის მინიჭებაც:
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი
მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
პროგრამას უძღვება მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რომელიც წარმოადგენს მაღალი ციტირების ინდექსის მქონე ატმოსფერო-იონოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებების დარგის წამყვან მეცნიერებს მრავალწლიანი კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილებით.
პრაქტიკული უნარების და თეორიული ცოდნის შერწყმა
პროგრამა სტუდენტებს აძლევს კომპლექსურ თეორიულ და ექსპერიმენტულ ცოდნას მზის სისტემის პლანეტების ატმოსფეროს სტრუქტურის და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების, თანამედროვე თანამგზავრული და გლობალური საერთაშორისო ქსელებით დედამიწის ატმოსფეროსთან დაკავშირებული კვლევებისთვის საჭირო მიდგომებისა და პრინციპების შესახებ. კურსდამთავრებულები შეძლებენ დედამიწის ატმოსფეროს გლობალური ცირკულაციური მოდელების გამოყენებას და ოპტიმიზაციას. აგრეთვე შესაბამისი თანამედროვე მეთოდების, მიდგომების და თეორიული მოდელების შერჩევით და გამოყენებით ატმოსფეროს მეცნიერებებში აქტუალური თეორიული ან/და დაკვირვებითი კვლევის ეფექტურად განხორციელებას.
საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამა
პროგრამის შემუშავების და შეფასების პროცესში INMAS (International Master in Atmospheric Sciences) კონსორციუმის ჩართულობამ უზრუნველყო სასწავლო პროგრამის შედგენა საერთაშორისო სტანდარტებით.
კვლევით პროექტებში მონაწილეობა
აკადემიური პერსონალი წარმოადგენს საქართველოში წამყვან კვლევით ინსტიტუტებსა და ცენტრებს; კავშირი აქვს ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან (გოტინგენის უნივერსიტეტი, ლუვენის უნივერსიტეტი, გრაცის უნივერსიტეტი, ოჰაიოს უნივერსიტეტი, ასევე გერმანიის კოსმოსური სააგენტო (DLR), ტრიესტის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი), რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ სამეცნიერო პროექტებში და შეასრულონ სამეცნიერო ნაშრომი მაღალი კვლევითი პროდუქტიულობის გუნდში. პროგრამის პროფესორები არიან SCOSTEP-ის (Scientific Committee for Solar-Terrestrial Physics) წევრები. აკადემიური პერსონალი ითვალისწინებს ევროპის და აშშ-ის კვლევით და აკადემიურ დაწესებულებებში მიღებულ გამოცდილებას.
საერთაშორისო პარტნიორობა და ორმაგი ხარისხის შესაძლებლობა
სტუდენტები შეძლებენ გაიარონ პრაქტიკული და კვლევითი პროგრამები ევროპულ უნივერსიტეტებში, რითაც მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო ბაზარზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2022 წელს ხელი მოაწერა სამმხრივ შეთანხმებას შემდეგ უნივერსიტეტებთან: Université Clermont Auvergne (საფრანგეთი) და Johannes Gutenberg Universität Mainz (გერმანია). სამმხრივი შეთანხმება არეგულირებს სტუდენტების გაცვლის მექანიზმებს და გაცვლითი პროგრამის გავლის შემთხვევაში მეორე ხარისხის მინიჭების შესაძლებლობას.
პროგრამის კურსდამთავრებულს სწავლა შეუძლია გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.
პროგრამაზე სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ქვემოთ ჩამოთვლილი სფეროებიდან ერთ-ერთში:
მაგისტრატურაში მიღება ხდება სამ ეტაპად: (1) საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების, (2) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების, (3) შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.
პროგრამაზე მიღების პირობა ითვალისწინებს ინგლისური ენის ფლობას CEFR-ის B2 ან უფრო მაღალ დონეზე. ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების შემთხვევაში აპლიკანტს ეძლევა უფლება გავიდეს ზეპირ გამოცდაზე. ზეპირი გამოცდაზე შეფასების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აპლიკანტის მოტივაციას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, დარგობრივ საბაზისო ცოდნას, რომელიც საჭიროა პროგრამაზე სწავლისთვის.
სტუდენტმა ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 120 კრედიტი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
საერთაშორისო პარტნიორებთან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში:
სტანდარტული სამაგისტრო პროგრამის სწავლის პერიოდი არის 4 სემესტრი (2 წელი) − 30 ECTS კრედიტით სემესტრში და ჯამში 120 ECTS კრედიტით. ერთი უნივერსიტეტიდან მეორე უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ ორი სემესტრის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა (= 1 სასწავლო წელი) ჩაითვლება როგორც ორი სრული სემესტრის ეკვივალენტი, ანუ 60 ECTS. დამატებითი კრედიტების მიღება შესაძლებელია მესამე უნივერსიტეტში. თუმცა მოთხოვნა არის მინიმუმ 60 ECTS ეკვივალენტი „მიმღებ“ და ერთ „მასპინძელ“ უნივერსიტეტში ორივე უნივერსიტეტში შესაბამისი კვალიფიკაციების მისანიჭებლად.