ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევები (CEERES)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევების პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა, მიიღონ სიღრმისეული ცოდნა ისტორიული და თანამედროვე განვითარების ტენდენციების შესახებ საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ეკონომიკასა და კულტურაში.  პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს რეგიონის საერთო კომუნისტური წარსულისა და ამ წარსულით განპირობებული პოსტკომუნისტური და ცივი ომის შემდგომი ტრანსფორმაციის დინამიკის სიღრმისეული შესწავლისთვის.

გლაზგოს უნივერსიტეტის, ტარტუს უნივერსიტეტისა და ილიაუნის მიერ შემოთავაზებული სასწავლო გეგმის კონკრეტული კომპონენტები და მობილობის სქემები დაეხმარება სტუდენტებს შემდეგი მიზნების მიღწევაში:

  • აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის რეგიონის კვლევის ახალი, ინოვაციური მიდგომების შემუშავება კავკასიის რეგიონზე განსაკუთრებული აქცენტით;
  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან გამომდინარე სათანადო დისციპლინური და ინტერდისციპლინური მიდგომების გაცნობა;
  • რეგიონული ენის (რუსულის) შესწავლა, რათა კვლევის ჩატარებისას შეძლონ ამ ენაზე წერილობითი წყაროების გაცნობა;
  • სტუდენტთა მიერ განხორციელებული იმ დამოუკიდებელი კვლევების ხელმძღვანელობა, რომლებიც ეხება კავკასიის რეგიონის შესწავლას;
  • მობილობის შესაძლებლობის გამოყენება, რათა შეიძინონ, განავითარონ და დახვეწონ ინტერკულტურული ცნობიერება და გაითავისონ მისი მნიშვნელობა.

 

მისანიჭებელი ხარისხი:

  • ერთობლივად მინიჭებული ხარისხი: საერთაშორისო მაგისტრი / International Master (გლაზგოს უნივერსიტეტი (შოტლანდია), გაერთიანებული სამეფო და ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
  • კავკასიის კვლევების მაგისტრი / Master of Caucasus Studies (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

 

სწავლების ენა: ინგლისური

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ CEERES სამაგისტრო პროგრამა?

საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება
პროგრამა წარმოადგენს ევროპული უნივერსიტეტების (გლაზგოს უნივერსიტეტი, ტარტუს უნივერსიტეტი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას, რაც სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო განათლება და გამოცდილება.

კონფერენციები და საზაფხულო სკოლები
ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციებში, რომლებიც ამავე პროგრამის ხელმძღვანელების მიერ არის ორგანიზებული. ასევე, პირველი სასწავლო წლის ბოლოს იმართება საზაფხულო სკოლა, რომლის თემატიკაც სტუდენტთა საჭიროებიდან გამომდინარე ყოველწლიურად იცვლება და ითვალისწინებს სტუდენტთა ინტერესებს.

სტუდენტური პუბლიკაცია
პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მენეჯმენტისგან დამოუკიდებლად, სტუდენტები/კურსდამთავრებულები ხელმძღვანელობენ ონლაინგამოცემას, რომლის რედაქტორიც კოჰორტების მიხედვით იცვლება.


პროგრამის ხელმძღვანელები

პროფესორი გიორგი ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  ghian@iliauni.edu.ge

ჰეიკო პააბო, ლექტორი, ტარტუს უნივერსიტეტი Heiko.Paabo@ut.ee 

ანა დეკალჩუკი, ლექტორი, გლაზგოს უნივერსიტეტი anna.Dekalchuk@glasgow.ac.uk


დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საჯარო და კომერციულ ორგანიზაციებში, რომლებიც მოითხოვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის რეგიონების შესახებ სპეციალიზებულ ცოდნას. კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია სწავლის გაგრძელება სადოქტორო საფეხურზე.

 

პროგრამაზე მიღების პროცესს კოორდინირებას უწევს გლაზგოს უნივერსიტეტი, როგორც კოორდინატორი უნივერსიტეტი, ტარტუს უნივერსიტეტსა და კონსორციუმის დანარჩენ პარტნიორ უნივერსიტეტებთან შეთანხმების საფუძველზე.

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ასლები);
  • ნიშნების ფურცლის ასლ(ებ)ი, აპლიკანტის მიერ გავლილი კურსებისა და მიღებული შეფასებების მითითებით; სამაგისტრო საფეხურზე მიღების აუცილებელი წინაპირობაა 2.1 დონის ან ეკვივალენტური აკადემიური მოსწრება (მაგალითად, GPA 3.0 ან მაღალი);
  • დიპლომ(ებ)ისა და ნიშნების ფურცლ(ებ)ის ოფიციალურად დამოწმებული ინგლისური ენის თარგმანი;
  • ორი სარეკომენდაციო წერილი ბლანკზე;
  • პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი (მხოლოდ აპლიკანტებისთვის არაევროპული ქვეყნებიდან);
  • ორგვერდიანი პირადი განცხადება, რომელშიც აპლიკანტებმა უნდა უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს:
    • რატომ არის ამ პროგრამაზე სწავლა შემდეგი ნაბიჯი თქვენი აკადემიური კარიერისთვის?
    • რატომ გსურთ პროგრამაზე სწავლა?
    • როგორ დაგეხმარებათ ეს პროგრამა მომავალი კარიერული განვითარებისთვის?
  • ინგლისური ენის სათანადო დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სავალდებულოა მხოლოდ იმ აპლიკანტებისათვის, რომელთათვისაც ინგლისური მშობლიური ენა არაა):
    • IELTS (აკადემიური ტესტი): ჯამური ქულა მინიმუმ 6.5 ან მეტი, ტესტის თითოეულ კატეგორიაში არანაკლებ 6.0 ქულისა
    • TOEFLibt: ჯამური ქულა მინიმუმ 90, მათ შორის კითხვაში მინიმუმ 20 ქულა, მოსმენა – მინიმუმ 19, საუბარი – მინიმუმ 19 და წერის კომპონენტში მინიმუმ – 23 ქულა
    • CAE: ჯამური ქულა მინიმუმ 176; ტესტის თითოეულ კატეგორიაში არანაკლებ 169 ქულისა
    • CPE: ჯამური ქულა მინიმუმ 176; ტესტის თითოეულ კატეგორიაში არანაკლებ 169 ქულისა
    • PTE Academic: ჯამური ქულა მინიმუმ 60; ტესტის თითოეულ კატეგორიაში არანაკლებ 59 ქულისა
    • ლონდონის თრინითი კოლეჯის ინგლისურის ინტეგრირებული უნარების ტესტი: ISEII დონის დაძლევა წარმატებით, ტესტის თითოეული კომპონენტის წარმატებით დაძლევა.

პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა

ერთობლივად მინიჭებული საერთაშორისო მაგისტრისა (ტარტუსა და გლაზგოს უნივერსიტეტები) და კავკასიის კვლევების მაგისტრის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი შემდეგი სქემით:

I სემესტრი – 30 კრედიტი:

  • სავალდებულო კურსები – 18 კრედიტი
  • არჩევითი კურსები – 12 კრედიტი

II სემესტრი – 30 კრედიტი:

  • სავალდებულო კურსები – 20 კრედიტი
  • არჩევითი კურსები – 10 კრედიტი

III სემესტრი – 30 კრედიტი:

  • სავალდებულო კურსები – 6 კრედიტი
  • არჩევითი კურსები – 24 კრედიტი

IV სემესტრი – 30 კრედიტი:

  • სამაგისტრო ნაშრომი – 30 კრედიტი

რესურსები და კვლევა


სასწავლო რესურსები

ტარტუს უნივერსიტეტი

 

გლაზგოს უნივერსიტეტი

  • სინქრონული და ასინქრონული კომუნიკაციის პლატფორმა
  • აკადემიური მრჩეველის მომსახურება
  • გლაზგოს უნივერსიტეტის მუდლის პლატფორმა
  • გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე ცნობილი და მდიდარი რუსული და აღმოსავლეთ ევროპული საბიბლიოთეკო კოლექცია

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


სტაჟირების შესაძლებლობები

სტუდენტებს შეეძლებათ სტაჟირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებში:

  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდი
  • მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
  • JamNews
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • PMC Research