საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროგრამა მიზნად ისახავს სექტორის პროფესიონალებს მისცეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პოლიტიკის სფეროსთვის საჭირო და თანამედროვე სტანდარტების სიღრმისეული და სისტემური ცოდნა და უნარი ინდივიდების, ჯგუფებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, რათა მათ შეძლონ წამყვანი პოზიციების დაკავება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საჯარო და კერძო ორგანიზაციებში. სასწავლო პროგრამა ეყრდნობა თანამედროვე და მზარდ ცოდნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: ეპიდემიოლოგია და მოსახლეობის ჯანმრთელობა, გარემოს ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის სოციალურ-ეკონომიკური დეტერმინანტები, ჯანდაცვის ეკონომიკა და პოლიტიკა, გლობალური ჯანმრთელობის საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს პლანეტაზე, ქვეყნებსა და მოსახლეობაზე.

მისანიჭებელი ხარისხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი / Master of Public Health- MPH

სწავლების ენა: ინგლისური

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში?

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა
პროგრამა შექმნილია ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლების ასოციაციის (ASPHER), ასევე საერთაშორისო ანალოგების მიერ აღიარებული მოთხოვნებისა და სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

ყოვლისმომცველი სასწავლო გეგმა
პროგრამის სასწავლო გეგმა მოიცავს ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში არსებულ ცოდნას, ჯანსაღ გარემოსა და ჯანმრთელობის სოციალურ-ეკონომიკურ დეტერმინანტებს, ჯანდაცვის ეკონომიკასა და პოლიტიკას და გლობალური ჯანმრთელობის საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს პლანეტაზე, ქვეყნებსა და თემებზე.

კვლევის შესაძლებლობები
სტუდენტები შეძლებენ ისარგებლონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტის რესურსებით.

პრაქტიკული გამოცდილების მიღება
პარტნიორი ორგანიზაციების ფართო ქსელთან თანამშრომლობა სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას სფეროს წამყვან ორგანიზაციებში.


პროგრამის ხელმძღვანელები

ასოცირებული პროფესორი გიორგი გოცაძე  giorgi.gotsadze@iliauni.edu.ge

ასოცირებული პროფესორი ნინო მირზიკაშვილი nino.mirzikashvili@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

  • სამთავრობო ორგანიზაციებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხების მიმართულებით
  • არასამთავრობო ორგანიზაციებში
  • საერთაშორისო ორგანიზაციებში
  • აკადემიურ, სამეცნიერო თანამდებობებზე უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ

 

კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ სადოქტორო საფეხურზე.

 

მაგისტრატურაში მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე.

მაგისტრატურაში სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის/ბაკალავრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან შესაბამისი კვალიფიკაცია:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში
  • კონსულტაციის სფეროში
  • ფარმაციის ან საექთნო საქმის სფეროში
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების ან მენეჯმენტის სფეროებში
  • დიპლომირებული მედიკოსის ან დიპლომირებული სტომატოლოგის კვალიფიკაცია

 

ყველა აპლიკანტს თანაბრად მოეთხოვება:

  • წარმოადგინოს TOEFL (მინიმუმ 75 ქულა) ან IELTS (მინიმუმ 6 ქულა) გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატი ან დიპლომი წინა საფეხურის ინგლისურ ენაზე დამთავრების შესახებ. თუ აპლიკანტს არ აქვს აღნიშნული სერტიფიკატი, მან უნდა ჩააბაროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებული გამოცდა ინგლისურ ენაში;
  • წარმოადგინოს GMAT (მინიმუმ 550 ქულა) ან GRE (მინიმუმ 260+3 ქულა) გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატი. თუ აპლიკანტს არ აქვს მსგავსი სერტიფიკატი, მან უნდა ჩააბაროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებული გამოცდა რაოდენობრივ და სიმბოლურ მსჯელობაში. გამოცდა რაოდენობრივ და სიმბოლურ მსჯელობაში აფასებს აპლიკანტის მათემატიკურ უნარებს: ცხრილების, დიაგრამების თუ ფორმულების სახით წარმოდგენილი ინფორმაციის (სიტუაციური ამოცანები, ქეისები) კითხვის, გააზრების, გაგების და ინტერპრეტაციის უნარს;
  • წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე შევსებული აპლიკანტის სამოტივაციო განაცხადი;
  • წარმოადგინოს პროფესიული ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც სხვა ინფორმაციასთან ერთად მითითებული იქნება განათლების წინა საფეხურზე მიღებული GPA ან საშუალო სარეიტინგო ქულა;
  • ჩააბაროს შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა.

პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა კვალიფიკაციის მოსაპოვებლად ჯამურად უნდა დააგროვოს 120 კრედიტი/ECTS.

  • სავალდებულო კურსები − 78 ECTS
  • სამუშაო პრაქტიკა − 6 ECTS
  • სამაგისტრო ნაშრომი − 24 ECTS
  • არჩევითი კურსები − 12 ECTS

რესურსები და კვლევა

კვლევითი ინსტიტუტები/ცენტრები

 

პარტნიორი ორგანიზაციები

  • აიპ საერთაშორისო ფონდი „კურაციო“
  • სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“
  • ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი
  • შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“
  • ჯანმრთელობის დაცვის და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი
  • ა(ა)იპ „ინტერსექტორული პარტნიორობისა და სოციალური ინოვაციების ცენტრი“
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
  • დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“
  • სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
  • აიპ საქართველოს მედიცინის ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი

პროგრამის აკადემიური პერსონალი 

პროგრამაში ჩართული პერსონალის შესახებ იხ. პროგრამის კურსების კატალოგი, ხოლო მათი კვლევითი ინტერესების შესახებ იხ. ბმული.