ადიქციის კვლევები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა ამზადებს სპეციალისტებს, რომლებიც შეისწავლიან ადიქციას როგორც კომპლექსურ ფენომენს, შეიმუშავებენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს ნარკოპოლიტიკისა და წამალდამოკიდებულების პოლიტიკაში ინტერვენციებისთვის, ეფექტურად იმუშავებენ მულტიდისციპლინურ გუნდებში და პროფესიულ საქმიანობაში დაიცავენ ეთიკის ნორმებს.

მისანიჭებელი ხარისხი: ადიქციის კვლევების მაგისტრი

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში?

ინოვაციური ინტერდისციპლინური მიდგომა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა გამორჩეულია თავისი ინტერდისციპლინური ხასიათით, რომელიც ეფუძნება ადიქციური ქცევების კომპლექსური შესწავლის ბიო-ფსიქო-სოციალურ მიდგომას. პროგრამაში ინტეგრირებულია ჯანდაცვის, ფსიქოლოგიური, სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დისციპლინები, რაც უზრუნველყოფს ფართო და ყოვლისმომცველ განათლებას ადიქციების სფეროში.

პრაქტიკული და პროფესიული უნარების განვითარება
პროგრამა სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ადიქციური ქცევების სფეროში შეძენილი თეორიული ცოდნა გამოიყენონ შესაბამის პროფესიულ კონტექსტში პრაქტიკის გავლის პროცესში. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრირებას, რაც აუცილებელია პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.

მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდი
პროგრამის გავლის შედეგად შეძენილი კომპლექსური ცოდნა წარმოადგენს მყარ საფუძველს წამალდამოკიდებულ პირთათვის ეფექტური ინტერვენციების შემუშავება-დაგეგმვა-განხორციელებისათვის, წამალდამოკიდებულების სერვისების (პრევენცია, მკურნალობა, ზიანის შემცირება, რეაბილიტაცია) მართვისთვის, ნარკოვითარების მონიტორინგისა და ნარკოპოლიტიკის შემუშავებისთვის.

რეალური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა
ადიქციის კვლევების პროგრამაში მიღებული ცოდნა განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყანაში ადიქციებთან დაკავშირებული პრობლემების მართვისა და შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების თვალსაზრისით. პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ უნიკალური უნარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ნარკოპოლიტიკის რეფორმირებაში.


პროგრამის ხელმძღვანელები


დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ:

  • სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი ნარკოპოლიტიკის/სტრატეგიისა და კოორდინაციის დარგში;
  • ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი და კვლევითი ორგანიზაციები;
  • წამალდამოკიდებულების სამკურნალო სერვისები - როგორც დეტოქსიკაციური კლინიკები, ასევე მედიკამენტით მხარდაჭერილი მკურნალობის ცენტრები და სარეაბილიტაციო დაწესებულებები;
  • ზიანის შემცირების სერვისები - საველე წვდომისა და თემზე დაფუძნებული პროგრამები, შპრიცებისა და ნემსების პროგრამები, ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების სამსახურები;
  • ჯანდაცვის სისტემები: დაავადებათა კონტროლისა და ეპიდზედამხედველობის სამსახურები;
  • სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი უწყებები და სამსახურები; სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებები;
  • სოციალური ზრუნვისა და დაცვის (როგორც ბავშვთა, ასევე ზრდასრულთა) სამსახურები.
  • განათლების სისტემაში - სკოლაზე დაფუძნებულ პრევენციულ პროგრამებში და ასევე, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში - თემზე დაფუძნებულ პრევენციულ პროგრამებში.

პროგრამაზე სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს  ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში, სოციალურ მეცნიერებებში, სამართალში, ბიზნესის ადმინისტრირებაში,  სოციალურ სამუშაოში, ჯანდაცვაში და/ან განათლებაში.

ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების საფუძველზე.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა მოიცავს: 

  • აპლიკანტის მიერ ინგლისურ ენაზე შესრულებული სამოტივაციო ესსეს წარმოდგენას (ენობრივი კომპეტენციის მინიმალური დონე B2)
  • ზეპირ გამოცდას (ქართულ ენაზე), სადაც შეფასდება მოტივაცია და დარგობრივი ცოდნა.
  • შეფასდება აპლიკანტის ინგლისური ენის კომპეტენცია შესაბამისი სირთულის დარგობრივი ინგლისურენოვანი ტექსტის მცირე მონაკვეთის გააზრებისა და ქართულ ენაზე თარგმანის საფუძველზე (ენობრივი კომპეტენციის მინიმალური დონე B2).

 

ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა კვალიფიკაციის მოსაპოვებლად, ჯამში უნდა დააგროვოს 120 კრედიტი/ECTS.

  • სავალდებულო დაარჩევითი სასწავლო კურსები (90 ECTS)
  • პრაქტიკა (6 ECTS)
  • სამაგისტრო პროექტი (24 ECTS)

რესურსები და კვლევა

  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი
  • ფონდი ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”-ს საუნივერსიტეტო ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურს-ცენტრი სპეციალიზირებული ბიბლიოთეკით
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას” დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი

 


პრაქტიკისთვის გამოყენებული იქნება ადიქტოლოგიური სერვისის ბაზები, როგორც არასამთავრობო, ასევე, სამთავრობო ორგანიზაციები და კლინიკები:

ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია “აკესო” (ზიანის შემცირების ცენტრი: შპრიცებისა და ნემსების პროგრამა, ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება)

მისმარათი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 6, #59, თბილისი

საკონტაქტო პირი: ეკატერინე გარდაფხაძე (ხელმძღვანელი) ტელ: 577202076


სამედიცინო სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი “ურანტი”

მისამართი: ნუცუბიძის ფერდობი, მე-5 მ/რ, კ.2ათბილისი

საკონტაქტო პირი: ზურაბ სიხარულიძე (კლინიკური დირექტორი) ტელ: 599588387; ნიკოლოზ კაპანაძე (ექიმი ნარკოლოგი) ტელ: 593252000


კლინიკა „ნეოგენი“

მისამართი: თბილისი, მუხიანის დასახლება, გობრონიძის ქუჩა №27

საკონტაქტო პირი: დავით ვადაჭკორია

ტელეფონი: (+995 032) 2 43 00 54;

მობილური: (+995) 599 53 75 57;

მობილური: (+995) 577 42 10 64;

ელ.ფოსტა  neogeni2015@yahoo.com


დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი  “ალტერნატივა ჯორჯია”

მისამართი: ნუცუბიძის 14ა, ოფისი #2, თბილისი

საკონტაქტო პირი: დავით ოთიაშვილი (დირექტორი), ტელ: 577716711


ააიპ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“

მისამართი: არაყიშვილის მე-2 ჩიხი, #10

საკონტაქტო პირი: ვახტანგ ნოზაძე (ფსიქოლოგი), ტელ: 577534040


ა/ო „ახალი ვექტორი“ (ზიანის შემცირების ცენტრი (შპრიცებისა და ნემსების პროგრამა, ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება)

მისამართი: დოესის ქ. #16, თბილისი

საკონტაქტო პირი: კონსტანტინე ლაბარტყავა (დირექტორი), ტელ: 555101994


გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში– თბილისის ოფისი

მისამართი: ყიფშიძის ქ. 49ა, თბილისი

საკონტაქტო პირი: მაია ხუნდაძე (პროექტის მენეჯერი), ტელ: 599164447


ორგანიზაცია „მანდალა“

საკონტაქტო პირი: თემო ხატიაშვილი, 557 100 718, temo198510@yahoo.de

დამატებითი რესურსები: ჩარლზის უნივერსიტეტის, ალტერნატივა ჯორჯიას, ფონდის გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში და ევროპის ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების საერთაშორისო ექსპერტული ქსელები