პროგრამის მიზანია, მოამზადოს ახალი თაობის მკვლევარი, რომელიც შეძლებს დედამიწის ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის დაკვირვებითი ან/და თეორიული კვლევების რელევანტური მეთოდების, მონაცემთა ბაზებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობაში; იმუშავებს თანამედროვე აპარატურასთან, მათ შორის ისეთთან, რომელიც გამოიყენება მიმდინარე კლიმატის ცვლილებისა და კოსმოსური ამინდის განვითარების საერთაშორისო გლობალური კვლევის ქსელებში. პროგრამის კურსდამთავრებული კონკურენტუნარიანი იქნება როგორც დასაქმების ბაზარზე, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე.
მისანიჭებელი ხარისხი: მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ატმოსფერულ მეცნიერებებში
ორმაგი ხარისხის მინიჭების შემთხვევაში, შესაძლებელია შემდეგი ხარისხის მინიჭებაც:
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი
მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
პროგრამის განხორციელებაში ჩართულია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რომელიც წარმოადგენს ამავდროულად მაღალი ციტირების ინდექსის მქონე ატმოსფერო-იონოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებების დარგის წამყვან მეცნიერებს მრავალწლიანი კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილებით.
პრაქტიკული უნარების და თეორიული ცოდნის შერწყმა
პროგრამა აძლევს კომპლექსურ თეორიულ და ექსპერიმენტულ ცოდნას მზის სისტემის პლანეტების ატმოსფეროს სტრუქტურის და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების, თანამედროვე თანამგზავრული და გლობალური საერთაშორისო ქსელებით დედამიწის ატმოსფეროსთან დაკავშირებული კვლევებისთვის საჭირო მიდგომებისა და პრინციპების შესახებ. კვლევის დასახული ამოცანისა და შერჩეული მეთოდებიდან გამომდინარე, პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დედამიწის ატმოსფეროს გლობალური ცირკულაციური მოდელების გამოყენებას და ოპტიმიზაციას. აგრეთვე, შესაბამისი თანამედროვე მეთოდების, მიდგომების და თეორიული მოდელების შერჩევით და გამოყენებით ატმოსფეროს მეცნიერებებში აქტუალური თეორიული ან/და დაკვირვებითი კვლევის ეფექტურად განხორციელებას.
საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამა
პროგრამის შემუშავების და შეფასების პროცესში INMAS (International Master in Atmospheric Sciences) კონსორციუმის ჩართულობამ უზრუნველყო სასწავლო პროგრამის შედგენა საერთაშორისო სტანდარტებით.
კვლევით პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა
პროგრამაში ჩართული აკადემიური პერსონალი წარმოადგენს საქართველოში წამყვან კვლევით ინსტიტუტებს და ცენტრებს; მათ ასევე აქვთ კავშირები ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან (გოტინგენის უნივერსიტეტი, ლუვენის უნივერსიტეტი, გრაცის უნივერსიტეტი, ოჰაიოს უნივერსიტეტი, ასევე გერმანიის კოსმოსური სააგენტო (DLR), ტრიესტის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი), რაც სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთოს სამეცნიერო პროექტებში და შეასრულოს სამეცნიერო ნაშრომი მაღალი კვლევითი პროდუქტიულობის გუნდში. პროგრამის განხორციელებაში ჩართული პროფესორები არიან SCOSTEP-ის (Scientific Committee for Solar-Terrestrial Physics) წევრები. პროგრამაში ჩართული პერსონალი ითვალისწინებს ევროპის და აშშ-ის კვლევით და აკადემიურ დაწესებულებებში მიღებულ გამოცდილებას.
საერთაშორისო პარტნიორობა და ორმაგი ხარისხის შესაძლებლობა
სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ პრაქტიკული და კვლევითი პროგრამები ევროპულ უნივერსიტეტებში, რითაც მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო ბაზარზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2022 წელს ხელი მოაწერა სამმხრივ შეთანხმებას შემდეგ უნივერსიტებთან: Université Clermont Auvergne (საფარნგეთი) და Johannes Gutenberg Universität Mainz (გერმანია). სამმხრივი შეთანხმება არეგულირებს სტუდენტების გაცვლის მექანიზმებს და გაცვლითი თრექის გავლის შემთხვევაში მეორე ხარისხის მინიჭების შესაძლებლობას.
პროგრამის კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს:
პროგრამის კურსდამთავრებულს სწავლა შეუძლია გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.
პროგრამაზე სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ქვემოთ ჩამოთვლილი სფეროებიდან ერთ-ერთში:
მაგისტრატურაში მიღება ხდება სამ ეტაპად:
პროგრამაზე მიღების პირობა ითვალისწინებს ინგლისური ენის ფლობას CEFR-ის B2 ან უფრო მაღალ დონეზე. ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების შემთხვევაში აპლიკანტს ეძლევა უფლება გავიდეს ზეპირ გამოცდაზე. ზეპირი გამოცდით შეფასების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აპლიკანტის მოტივაციას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, დარგობრივ საბაზისო ცოდნას, რომელიც საჭიროა პროგრამის გავლისათვის.
სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი:
საერთაშორისო პარტნიორებთან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში:
სტანდარტული სამაგისტრო პროგრამის სწავლის პერიოდი არის 4 სემესტრი (2 წელი) – 30 ECTS კრედიტით სემესტრში და ჯამში 120 ECTS კრედიტით. ერთი უნივერსიტეტიდან მეორე უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ ორი სემესტრის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა (= 1 სასწავლო წელი) ჩაითვლება როგორც ორი სრული სემესტრის ექვივალენტი, ანუ 60 ECTS. დამატებითი კრედიტების მიღება შესაძლებელია მესამე უნივერსიტეტში. თუმცა, მოთხოვნა არის მინიმუმ 60 ECTS ექვივალენტი „მიმღებ“ და ერთ „მასპინძელ“ უნივერსიტეტში ორივე უნივერსიტეტში შესაბამისი კვალიფიკაციების მისანიჭებლად.
© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი