დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა ეფუძნება დარგის უახლეს მეცნიერულ მიღწევებს და სტუდენტს აძლევს თანამედროვე და სიღრმისეულ ცოდნას, რომელიც მოიცავს თეორიებს, თანამედროვე მიღწევებს, ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების, რისკების, მათი გამომწვევი მიზეზების, დედამიწის ზედაპირსა და სიღრმეში მიმდინარე პროცესებზე მოქმედი ფაქტორების განსაზღვრა/შეფასებას, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, გეოსაინფორმაციო სისტემების (GIS), სივრცითი მონაცემების ვიზუალიზაციისა და ანალიზის, სატელიტური და აერო გამოსახულებების ანალიზის მეთოდების გამოყენებას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების დარგის პროფესიულ პრაქტიკასა და კვლევაში.

მისანიჭებელი ხარისხი: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მაგისტრი

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში?

მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
პროგრამის განხორციელებაში ჩართულია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, მრავალწლიანი კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილებით.

თანამედროვე სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები
სტუდენტები იმუშავებენ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებში, რაც მათ საშუალებას მისცემს, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება; შეისწავლიან უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების გამოყენებას, მათ შორის, გეო-საინფორმაციო სისტემებს (GIS) და დისტანციური ზონდირების მეთოდებს.

პრაქტიკული სწავლება და რეალური პროექტები
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ ინდივიდუალურ და გუნდურ კვლევით პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ განვითარებას. სტუდენტს ექნება საშუალება, შეასრულოს პირველი სამეცნიერო ნაშრომი მაღალი კვლევითი პროდუქტიულობის გუნდში და იმსჯელოს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების აქტუალური პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ; მიიღოს მონაწილეობა თემატურ კონკურსებსა და კონფერენციებში.

საერთაშორისო პარტნიორობა და Erasmus+ გაცვლითი პროგრამები
სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ პრაქტიკული და კვლევითი პროგრამები ევროპულ უნივერსიტეტებში, რითაც მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო ბაზარზე.


 პროგრამის ხელმძღვანელი

პროფესორი არჩილ მაღალაშვილი  archil.magalashvili@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: საჯარო, სამეცნიერო-კვლევით და სხვა დაწესებულებებში ან ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციაში თუ კერძო კომპანიაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებთან:

  • გეოლოგიასა და გეომორფოლოგიასთან,
  • გეოფიზიკასთან,
  • ჰიდროლოგიასა და ჰიდროგეოლოგიასთან,
  • საინჟინრო-გეოლოგიასთან,
  • კლიმატოლოგიასთან,
  • კარტოგრაფიასთან,
  • სასარგებლო წიაღისეულის კვლევა-ძიებასა და მოპოვებასთან,
  • გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ მონიტორინგთან,
  • გეო-საინფორმაციო და სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენებასათან.
  • და სხვ.

 

პროგრამის კურსდამთავრებულს სწავლა შეუძლია გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.

მაგისტრატურაში სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების
  • მათემატიკის და სტატისტიკის ფართო სფეროს რომელიმე დეტალურ სფეროში
  • ინფორმაციულ ტექნოლოგიებში

 

მაგისტრატურაში მიღება ხდება ორ ეტაპად:

  1. საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და
  2. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.

 

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდისას ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების შესახებ საბაზო ცოდნას, ასევე ინგლისური ენის ცოდნას (მინ. B1+).

სტუდენტმა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 120 კრედიტი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:

სავალდებულო კურსების ბლოკიდან – 90 კრედიტი, მათ შორის:

  • სავალდებულო კურსები – 60 კრედიტი
  • საწარმოო პრაქტიკა – 6 კრედიტი
  • სამაგისტრო ნაშრომი – 24 კრედიტი

 

არჩევითი კურსების ბლოკიდან – 30 კრედიტი

რესურსები და კვლევა

პარტნიორი ორგანიზაციები

  • შპს ,,დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“
  • სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი
  • კერძო მრავალ პროფილური საკონსულტაციო კომპანია შპს ,,გამა კონსალტინგი“
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საერთაშორისო პარტნიორობა

  • ბრიჯვოთერის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სიენას უნივერსიტეტი

სამეცნიერო ინსტიტუტები და ცენტრები

  • დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა

  • დიფერენციალური GPS-ები
  • საძიებო სეისმური აპარატურა
  • GPR-ი
  • ფსკერის სკანირების სონარი და ფსკერქვეშა პროფილირების აპარატურა
  • სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფა (QGIS, ArcGIS, MICROMINE, Matlab და სხვ.)
  • სხვადასხვა დანიშნულების დრონები

კვლევითი ლაბორატორიები

  • ფიზიკის ლაბორატორია
  • „გარემოს კომპლექსური კვლევის“ სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია

უნივერსიტეტის კვლევითი საველე ბაზები

  • ყაზბეგი
  • გრიგოლეთი
  • დედოფლისწყარო
  • ახალდაბა
  • ბაკურიანი
  • კვლევითი გემი

კვლევითი აქტივობები და კონფერენციები

პროგრამის აკადემიური პერსონალი

  • პროგრამაში ჩართული პერსონალი იხ. პროგრამის კატალოგში, ხოლო მათი კვლევითი ინტერესების შესახებ იხ. ბმული.