გამოყენებითი გენეტიკის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ახალი თაობის მკვლევრები, რომლებიც მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეძლებენ ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ევოლუციური ბიოლოგიის, სასოფლო-სამეურნეო, ასევე მედიცინის სფეროში აქტუალური საკითხის შესწავლას, მიღებული მონაცემების სრულყოფილ დამუშავებას, შედეგების ინტერპრეტაციას და დამოუკიდებლად კვლევის განხორციელებას, რაც ქმნის წინაპირობას, პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იყოს კონკურენტუნარიანი როგორც დასაქმების ბაზარზე, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე.
თანამედროვე მეცნიერებაში დნმ მარკერების გამოყენება თითქმის ისეთივე რუტინაა, როგორც, მაგალითად, პროგრამირება. თუმცა რეგიონის უნივერსიტეტებში სტუდენტებს იშვიათად აქვთ შესაძლებლობა დაეუფლონ პრაქტიკულ გენეტიკურ მეთოდებს. სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი გენეტიკა“ სტუდენტებს მისცემს ღრმა და სისტემურ ცოდნას გენეტიკის დარგში თანამედროვე მიღწევების, თეორიების, მეთოდების და გენეტიკური კვლევების გამოყენების შესახებ.
მისანიჭებელი ხარისხი: მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი გამოყენებით გენეტიკაში
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი
მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
პროგრამას უძღვება მაღალკვალიფიციური, გენეტიკური კვლევის და მონაცემთა ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალი. სწავლებაში ჩართულ მეცნიერებს აქვთ მაღალი საერთაშორისო რეიტინგი მათ სპეციალობაში. აკადემიური პერსონალი ითვალისწინებს აშშ-ის და ევროპის კვლევით და აკადემიურ დაწესებულებებში მიღებულ გამოცდილებას.
პრაქტიკული უნარების და თეორიული ცოდნის შერწყმა
სტუდენტები ეუფლებიან პრაქტიკულ გენეტიკურ მეთოდებს, როგორიცაა დნმ-ის გამოყოფა ცოცხალი ქსოვილიდან, საინტერესო გენის გამოყოფა გენომიდან PCR-ის გამოყენებით და ამ გენში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის წაკითხვა, ასევე გენომის სექვენირება მეორე თაობის მეთოდებით ან წყალში ჩარჩენილი დნმ-ის მოლეკულებით იქ არსებული ორგანიზმების გარკვევა. ასევე ისინი სწავლობენ რთული მონაცემების დამუშავებას ბიოინფორმატიკული მეთოდებით და თეორიული პოპულაციური ბიოლოგიის საფუძვლებს, იძენენ სამეცნიერო ნაშრომის მომზადებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.
ადრეული კვლევითი გამოცდილება
მეორე სემესტრიდან სტუდენტები იწყებენ მუშაობას საკუთარ კვლევით პროექტზე ცხოველების, მცენარეების ან ადამიანის გენეტიკის სფეროში. პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ დამოუკიდებლად დაგეგმონ და თანამედროვე რელევანტური მეთოდების, შესაბამისი აპარატურის გამოყენებით განახორციელონ კვლევა სხვადასხვა მიმართულებით: განსხვავებული ცოცხალი ორგანიზმების − ცხოველების, მცენარეების, ადამიანის − გენეტიკური კვლევა, პოპულაციების გენეტიკური სტრუქტურის ანალიზი, ევოლუციური ბიოლოგიის საკითხების კვლევა.
კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა
აკადემიური პერსონალი წარმოადგენს საქართველოში წამყვან კვლევით ინსტიტუტებს და ცენტრებს; მათ ასევე აქვთ კავშირები ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან, რაც სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთოს სამეცნიერო პროექტებში და შეასრულოს სამეცნიერო ნაშრომი მაღალი კვლევითი პროდუქტიულობის გუნდში.
საერთაშორისო პარტნიორობა და Erasmus+ გაცვლითი პროგრამები
სტუდენტები შეძლებენ გაიარონ პრაქტიკული და კვლევითი პროგრამები ევროპულ უნივერსიტეტებში, რითაც მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო ბაზარზე. პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს იულიხის კვლევით ცენტრთან (გერმანია).
თანამედროვე ლაბორატორიები და კვლევითი ინფრასტრუქტურა
პროგრამის განხორციელება მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის, ზოოლოგიის, ბოტანიკის კვლევით ინსტიტუტებში, რაც უზრუნველყოფს სტუდენტის მეტ ორიენტაციას დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე.
კურსდამთავრებულს სწავლის გაგრძელება შეუძლია დოქტორანტურის საფეხურზე.
მაგისტრატურაში სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სასურველია ქვემოთ ჩამოთვლილი სფეროებიდან ერთ-ერთი:
მაგისტრატურაში მიღება ხდება სამ ეტაპად: (1) საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების; (2) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების და (3) შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.
პროგრამაზე მიღების პირობა ითვალისწინებს ინგლისური ენის ფლობას CEFR-ის B2 ან უფრო მაღალ დონეზე. ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების შემთხვევაში აპლიკანტს ეძლევა უფლება გავიდეს ზეპირ გამოცდაზე.
შიდასაუნივერსიტეტო ზეპირ გამოცდაზე ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას, კომუნიკაციის უნარებს და დარგობრივი ცოდნის დემონსტრირებას. დაშვების წინაპირობების (მოთხოვნების) შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხ. ბმულზე.
პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა
გამოყენებითი გენეტიკის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა კვალიფიკაციის მოსაპოვებლად ჯამურად უნდა დააგროვოს 120 კრედიტი/ECTS.
სავალდებულო კურსები/კომპონენტები – 72 კრედიტი/ECTS:
სავალდებულო-არჩევითი კურსები – მინიმ. 36 კრედიტი/ECTS. მათ შორის:
არჩევითი კურსები – 12 კრედიტი/ECTS
საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, გაიაროს საბაკალავრო კურსი/-ები კრედიტების გარეშე (ე.წ. remedial course).
პროგრამის აკადემიური პერსონალის შესახებ იხ. პროგრამის კატალოგი, ხოლო მათი კვლევითი ინტერესების შესახებ იხ. ბმული.