პროგრამა მოამზადებს კონკურენტუნარიან სპეციალისტს კერძო (ბიზნეს) სამართლის სფეროში, რომელსაც ექნება სიღრმისეული ცოდნა თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ. კურსდამთავრებული შეძლებს კომპლექსური პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების დამოუკიდებლად განსაზღვრას, ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების შემუშავებას და პროფესიული ცოდნის განვითარებაში მონაწილეობას ეთიკის ნორმების დაცვით.
მისანიჭებელი ხარისხი: კერძო სამართლის მაგისტრი (Master of Private Law)
სწავლების ენა: ქართული, ინგლისური ენის კომპონენტით
სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი
თანამედროვე კომპეტენციების განვითარება
პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს კერძო (ბიზნეს) სამართლის სიღრმისეულ შესწავლას თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების გათვალისწინებით. კერძო სამართლის სფეროში არსებული კომპლექსური პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების დამოუკიდებლად განსაზღვრის, სამართლებრივი ანალიზისა და დასკვნების შემუშავების უნარების განვითარება მნიშვნელოვნად ზრდის კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.
მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
სამართლის სკოლის მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი და პროგრამაში ჩართული უცხოელი ლექტორები უზრუნველყოფენ სწავლების ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. პროგრამის დივერსიფიცირებული სტრუქტურა, რომელიც მოიცავს საკორპორაციო სამართლის, საფინანსო სამართლის, საერთაშორისო და შედარებითი კერძო სამართლის ბლოკებს, სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ სპეციალიზებული ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
პრაქტიკული კომპონენტი
პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია მედიაციის ბლოკი (მოდული), რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიძინონ დავების ალტერნატიული გადაწყვეტის უნარები, რომლებიც დღესდღეობით სულ უფრო მოთხოვნადია პროფესიულ სივრცეში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული პრაქტიკული კომპონენტი (12 კრედიტი) სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, რაც ასევე მათი დასაქმების შესაძლებლობებს ზრდის.
საერთაშორისო შესაძლებლობები
სკოლა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ERASMUS+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე ადგილობრივ კომპანიებთან სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების კუთხით. სკოლის სტუდენტები მონაწილეობას იღებენ ადგილობრივ და საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში, კონფერენციებში, ოლიმპიადებსა და სეზონურ სკოლებში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათი პროფესიული უნარების განვითარებას.
პროგრამის ხელმძღვანელი
პროფესორი დავით მაისურაძე davit.maisuradze@iliauni.edu.ge
დასაქმების შესაძლებლობები
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:
პროგრამის კურსდამთავრებული ასევე შეძლებს, სწავლა გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.
პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების უფლებით სარგებლობენ პირები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ შესაბამისი ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდა და ჩააბარებენ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს (გამოცდის ტიპი – წერითი გამოცდა):
სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს, რომელთა განაწილება ითვალისწინებს:
პროგრამა დაყოფილია სამ ბლოკად:
პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია მედიაციის ბლოკი (მოდული), რომლის არჩევის შემთხვევაში სტუდენტი სავალდებულოდ გაივლის მედიაციის მოდულის 5 კურსს და სამართლის არჩევითი კურსებიდან ერთ-ერთს.
პროფესორი დავით მაისურაძე davit.maisuradze@iliauni.edu.ge
ასოცირებული პროფესორი მაია სულხანიშვილი maia.sulkhanishvili@iliauni.edu.ge