საჯარო სამართალი და პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა უნიკალურია საქართველოში, რადგან სამართლისა და პოლიტიკის დარგების ინტეგრირებით სტუდენტს უვითარებს ფართო ხედვას ამ დარგების ურთიერთმიმართებაზე. პროგრამა ამზადებს მაღალკვალიფიციურ პრაქტიკოსსა და ექსპერტს, რომელსაც ექნება სისტემური ცოდნა საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სფეროში. კურსდამთავრებული შეძლებს აქტუალური პრობლემების კომპლექსურ შესწავლას და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ადამიანის უფლებების დაცვის, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების, რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით. 

მისანიჭებელი ხარისხი: საჯარო სამართლის მაგისტრი (Master of Public Law)

სწავლების ენა: ქართული, ინგლისური ენის კომპონენტით

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

 

რატომ უნდა ავირჩიოთ საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა?

უნიკალური პროგრამა
საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა ერთადერთია საქართველოში, რომელიც აერთიანებს სამართლისა და პოლიტიკის დისციპლინებს, რაც სტუდენტებს ეხმარება, ჰოლისტურად აღიქვან ამ დარგების ურთიერთმიმართება. პროგრამა ყურადღებას ამახვილებს საჯარო სამართლის უმნიშვნელოვანეს ასპექტებზე − ადამიანის უფლებებზე, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაზე, რეფორმებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს თეორიულ საფუძველს და პრაქტიკულ უნარებს ამ სფეროებში წარმატებული კარიერის დასაწყებად.

მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
პროგრამის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და წარმატებული პრაქტიკოსები − კონსტიტუციონალისტები, ადამიანის უფლებების სპეციალისტები და მოსამართლეები. ეს უზრუნველყოფს სწავლების მაღალ აკადემიურ სტანდარტს და ამავდროულად, სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ ცოდნა უშუალოდ იმ პროფესიონალებისგან, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სფეროებში.

პრაქტიკული კომპონენტი
თანამედროვე ცოდნის მიღებასთან ერთად სამართლის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკულ გამოცდილებას კლინიკის მეშვეობით, რაც მათ პროფესიულ გარემოსთან ინტეგრირების საშუალებას აძლევს. პროგრამა ითვალისწინებს 12-კრედიტიან პრაქტიკულ კომპონენტს, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ თეორიული ცოდნა რეალურ სიტუაციებში. სამართლის სკოლა ეხმარება სტუდენტებს სტაჟირებაში უნივერსიტეტის პარტნიორ საჯარო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათი ინტერესების შესაბამისად.

კარიერული პერსპექტივა
პროგრამის კურსდამთავრებულებს აქვთ მრავალფეროვანი კარიერული შესაძლებლობა. მათ შეუძლიათ დასაქმდნენ შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებში, საჯარო სექტორში (მათ შორის პარლამენტში, საკონსტიტუციო თუ უზენაეს სასამართლოში), ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში ან გახდნენ საჯარო სამართლის საკითხებში პრაქტიკოსი ექსპერტები. ასევე კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სწავლის გაგრძელება სადოქტორო საფეხურზე.


პროგრამის ხელმძღვანელი

პროფესორი ქეთევან ერემაძე ketevan.eremadze@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

  • შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებში, საჯარო სექტორში, მათ შორის პარლამენტში, საკონსტიტუციო თუ უზენაეს სასამართლოში;
  • ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში;
  • საჯარო სამართლის საკითხებში პრაქტიკოს ექსპერტებად;
  • სწავლის გაგრძელება შესაძლებელია სადოქტორო საფეხურზე.

პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების უფლებით სარგებლობენ პირები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ შესაბამისი ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდა და ჩააბარებენ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს:

  • წერითი გამოცდა (ესეი/კაზუსი) სპეციალიზაციაში − საჯარო სამართალი (60%)
  • ინგლისურის გამოცდა B2 დონე (40%)

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტები განაწილებულია შემდეგი სახით:

  • 42 კრედიტი − საჯარო სამართლის სპეციალობის (დარგობრივი) სავალდებულო კურსები: მათ შორის 12 კრედიტი − პრაქტიკული კომპონენტი, 6 კრედიტი − აკადემიური წერა იურისტებისთვის;
  • 24 კრედიტი − საჯარო სამართლის სპეციალობის (დარგობრივი) არჩევითი კურსები;
  • 12 კრედიტი − პოლიტიკის სავალდებულო კურსები (პოლიტიკის ბლოკი);
  • 12 კრედიტი − თავისუფალი კომპონენტი/საჯარო პოლიტიკის არჩევითი კურსები;
  • 30 კრედიტი − სამაგისტრო ნაშრომი.

პროგრამასთან დაკავშირებული რესურსები და პარტნიორები

  • სასწავლო პროცესის მართვის სისტემა „არგუსი”;
  • პროგრამა “Turnitin” და “Moodle”;
  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (მათ შორის ელექტრონული ბაზები);
  • უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრები;
  • სალექციო აუდიტორიები;
  • სამართლის სკოლის კლინიკები;
  • სამართლის სკოლის კვლევითი ცენტრები.

პროგრამასთან დაკავშირებული კვლევითი აქტივობები

  • სამართლის სკოლის სტუდენტები სარგებლობენ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამებით;
  • მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებსა და კონფერენციებში;
  • სამართლის სკოლის ორგანიზებით დაგეგმილ ოლიმპიადებსა და სეზონურ სკოლებში.

აკადემიური პერსონალი და მათი კვლევითი ინტერესები

სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი გიორგი პაპუაშვილი giorgi.papuashvili@iliauni.edu.ge

პროფესორი ქეთევან ერემაძე  ketevan.eremadze@iliauni.edu.ge

პროფესორი კონსტანტინე ვარძელაშვილი kote.vardzelashvili@iliauni.edu.ge

ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ჩოკორაია  konstantine.chokoraia@iliauni.edu.ge

ასოცირებული პროფესორი ირაკლი ფორჩხიძე irakli.porchkhidze@iliauni.edu.ge

ასოცირებული პროფესორი თინათინ გოლეთიანი tinatin.goletiani@iliauni.edu.ge

ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი  tamar.gurchiani@iliauni.edu.ge

ასოცირებული პროფესორი  გიორგი მელაძე giorgi.meladze@iliauni.edu.ge

ასოცირებული პროფესორი  ვახტანგ მენაბდე vakhtang.menabde@iliauni.edu.ge

ასოცირებული პროფესორი  თამთა მიქელაძე tamta.mikeladze@iliauni.edu.ge

ასისტენტ პროფესორი ონისიმე ცხომელიძე  onisime.tskhomelidze@iliauni.edu.ge