მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ ცოდნას და განივითარებენ შესაბამის პრაქტიკულ უნარებს, შეისწავლიან მეწარმეობის პრინციპებს, გაითავისებენ ბიზნეს ეთიკის ასპექტებს და კრიტიკული და ინოვაციური აზროვნების საფუძველზე შეძლებენ ბიზნეს ამოცანების გადაჭრის გზების განსაზღვრას. პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა არგუმენტაციის, რაოდენობრივი მსჯელობის, ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაციისა და აკადემიურ მუშაობასთან დაკავშირებული უნარები.
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი (8 სემესტრი)
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში
მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს სწრაფად მზარდ და კონკურენტუნარიან ბიზნეს გარემოში მენეჯერული პოზიციებისთვის მოამზადოს კომპეტენტური სპეციალისტები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური ცოდნითა და უნარებით, დაეუფლებიან მეწარმეობის პრინციპებს და შეძლებენ განსაზღვრონ ბიზნეს ამოცანების გადაჭრის გზები კრიტიკული და ინოვაციური აზროვნების საფუძველზე. პროგრამა ქმნის საფუძველს კურსდამთავრებულთა წარმატებული კარიერისთვის ან/და სწავლის გაგრძელებისთვის შემდეგ საფეხურზე. სტუდენტები შეძლებენ მონაწილეობას პრაქტიკულ აქტივობებში, რის საფუძველზეც დახვეწენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს და გაითავისებენ ბიზნეს ეთიკის ასპექტებს. პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გაიფართოონ ინტელექტუალური თვალსაწიერი.
მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2011 წლიდან ხორციელდება, რეაკრედიტაცია 2025 წელს გაიარა და პერიოდულად განახლებადია დარგის ტენდენციების შესაბამისად.
საბაკალავრო პროგრამას ახორციელებს სფეროში წამყვანი სპეციალისტებისა და პრაქტიკოსების დაკომპლექტებული აკადემიური და მოწვეული პერსონალის გუნდი, რომლებიც მუდმივად არიან ჩართულები თანამედროვე კვლევებში, საერთაშორისო კოლაბორაციებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში.
საინფორმაციო კომპიუტერული რესურსცენტრები, სრულად აღჭურვილი სალექციო აუდიტორიები, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ფონდითა და მდიდარი ელექტრონული რესურსებით, მათ შორის საერთაშორისო ელექტრონული ბაზებით, სტუდენტის რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის მართვის საუნივერსიტეტო ქსელი „არგუსი” და დისტანციური სწავლების პლატფორმები Turnitin და E-learning, საუნივერსიტეტო და/ან საფაკულტეტო ცენტრები ხელს უწყობენ აკადემიური პროცესების ხარისხის ამაღლებას და უზრუნველყოფენ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.
პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკული და ტრანსფერული უნარების განვითარებას როგორც შესაბამისი ცალკეული პრაქტიკული კომპონენტებით, ისე კურსებში ჩაშენებული პრაქტიკული მუშაობითა და დავალებებით. აღსანიშნავია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეწარმეო ეკოსისტემის ხელშემწყობ სტრუქტურებთან (ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, პრეაქსელერატორი Zoom-out, სამეწარმეო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab და Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობა) თანამშრომლობა, რაც სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, ინოვაციური იდეები აქციონ რეალობად კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით. გარდა ამისა, პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით პროგრამაში ჩართულია როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კვლევითი ინსტიტუტები (ბიზნესის კვლევების ცენტრი), ასევე პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთანაც გაფორმებულია შესაბამისი მემორანდუმები.
საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის (მაგ. Erasmus+) შესაძლებლობა საერთაშორისო განათლებისა და გამოცდილების მიღების საფუძველს ქმნის, რაც შემდგომში ხელს უწყობს სტუდენტს მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
სტუდენტს შეუძლია სწავლების მესამე სემესტრიდან აირჩიოს დამატებითი სპეციალობა (minor) სხვადასხვა მიმართულებით ან ინტერესის შესაბამისად გაიაროს სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამაში შეთავაზებული სასწავლო კურსები 60 კრედიტის ფარგლებში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის: მენეჯმენტი (ძირითადი სპეციალობა) კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კერძო ან საჯარო სექტორის დამწყებ მენეჯერულ საშუალო რგოლის სხვადასხვა მმართველობით პოზიციაზე. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე - მაგისტრატურაში.
მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
0100126 მენეჯმენტი (ძირითადი სპეციალობა)
გამოცდა | კოეფიციენტი | მინ. ზღვარი | პრიორიტეტი | |
ქართული ენა და ლიტერატურა | 3 | 25%-ზე მეტი | 2 | |
უცხოური ენა (გერ.; ინგ.; რუს.; ფრან.) | 3 | 20%-ზე მეტი | 3 | |
ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან | ადგილების რ-ბა | |||
მათემატიკა | 6 | 20%-ზე მეტი | 1 | 205 |
ისტორია | 6 | 25%-ზე მეტი | 1 | 205 |
პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
*დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილეთ პროგრამის სრული დოკუმენტი და კურსების კატალოგი.